ზოოპარკი გადასაყრელად გამზადებულ ნაძვის ხეებს და ჩიჩილაკებს იბარებს

Image

ზოოპარკის „ფეისბუქის“ გვერდიდან  ადმინისტრაციამ მოსახლეობას მიმართა და სთხოვა, ვისაც საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე, ან ჩიჩილაკი ჰქონდა, არ გადააგდონ და ზოოპარკში ცხოველებისთვის მიიტანონ.

 

„ერთი სათხოვარი გვაქვს თქვენთან. არ დაგვზარდეთ და ბოლომდე წაიკითხეთ ეს პოსტი.

 

თუ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე, ან ჩიჩილაკი გქონდათ, რომ დაშლით, პირდაპირ ნაგავში არ გადაუძახოთ.

 

მათი გამოყენება შეიძლება ჩვენი ცხოველების გარემოს გასამდიდრებლად, კერძოდ: სამალავების მოსაწყობად, ბარიერების შესაქმნელად, ყნოსვითი, კვებითი და სენსორული „ენრიჩმენტისთვის“, ანუ ზოოპარკის ბინადრების ყოველდღიური ყოფის გასამრავალფეროვნებლად.

 

ყოველივე ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენი ცხოველები უფრო მხიარულები და აქტიურები იყვენენ, არ მოიწყინონ და სხვადასხვაგვარი საინტერესო გასართობით გაიხალისონ ცხოვრება.

 

ძალიან გაგვიხარდება, თუ გადაგდების, ან დაწვის ნაცვლად ზოოპარკში მოგვიტანთ ნაძვებსა და ჩიჩილაკებს. ეს ნამდვილად სასარგებლო საქმე იქნება, რადგან გადასაგდებად განწირული საბრალო ნაძვები და ქოჩრიანი ჩიჩილაკები იმქვეყნად წასვლამდე კიდევ ერთ, მეტად საჭირო საქმეს გააკეთებენ - მათი გამოყენება მოხდება ცხოველების კეთილდღეობისთვის; თანაც, ჩვენი ქალაქიც ნაკლებად დანაგვიანდება.

 

ამ პოსტს რომ წაიკითხავთ წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებათ ჩვენს ლემურებს თქვენს ჩიჩილაკზე წამოცმული ვაშლების დანახვა. თქვენი საახალწლო ატრიბუტით ფაქტიურად მათაც მიულოცავთ ახალ წელს. ხოდა გაავრცელეთ ეს თხოვნა, მოუყევით ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს... რაც მეტი ადამიანი გაიგებს, მით უკეთესი.

 

თქვენ ძალიან მარტივად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეგიძლიათ ცხოველების დახმარება.

 

დაიწყეთ ახალი წელი კეთილი საქმით.

 

მადლობა, რომ გიყვართ ჩვენი ბინადრები და ზრუნავთ მათზე,“ - წერის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !