
საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ამნისტიას ითვალისწინებს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კანონპროექტის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც უბილეთოდ იმგზავრეს მუნიციპალური ტრანსპორტით და ეს სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.
„არაა იოლი, უყურო, როგორ მოდის აღმასრულებელი და გთხოვს, გადაიხადო ავტობუსის ჯარიმა, რომელიც არ გაქვს და რომელიც იზრდება ყოველდღიურად.
გამორიცხულია, ასეთ ხალხს შინ მიადგეს აღსრულების პოლიცია.
ჩემთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა კომპანიებმა გაიგონ, რომ აუცილებელია, ავტობუსში ასვლისთანავე ხვდებოდეს მოქალაქეს მაკონტროლებელი და მიუთითებდეს ბილეთის აღებისკენ, ვიდრე უბილეთო მოქალაქეს უსაფრდებოდეს უკვე დაძრულ ავტობუსში.
საქართველოში ისეც ძალიან მძიმე სოციალური ფონია და არ შეიძლება ადამიანს ჩაუსაფრდე, რომელიც 50 თეთრს ვერ იხდის, შემდეგ ეს 50 თეთრი − 5 ლარად, შემდეგ კი 75 ლარად იქცევა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.