-
2015-01-13 11:50
ელბაქიძის ქუჩაზე გზის საფარის ჩავარდნის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
შესაბამისად, შეიცვლება ამ მარშრუტით მოძრავი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მარშრუტები.
სამარშუტო ტაქსები, ელბაქიძის მიმდებარე ვიწყო ქუჩებზე იმოძრავებენ და ბროსეს ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის გავლით რუსთაველის მიმართულებით გადაადგილდებიან.
რაც შეეხება ავტობუსებს, ისინი მოძრაობას დროებით მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებენ და გმირთა მოედნიდან ვარაზის ხევის გავლით ვაკისა და საბურთალოს მიმართულებით გადაადგილდებიან.
როდის დასრულდება გზის აღდგენითი სამუშაოები ელბაქიძის დაღმართზე, ჯერ-ჯერობით უცნობია.