დღეს დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაკოვანი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონს პროდუქტებით სავსე ხელჩანთა ჰქონდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ჯერჯერობით ნაპოვნი ქალის ვინაობა და გარდაცვალების გარემოებები უცნობია.