
ბეწვეულის მოსასხამი, ბეწვეულის ქურქები მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ისევ წამყვან ადგილს იკავებს. აშშ და რუსეთი პირველ ადგილზე არიან მსოფლიოში იმ ადამიანების რაოდენობით, ვინცრომლებიც ცხოველების ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელს მოიხმარენ.
რა ჯდება, რის ფასად მზადდება ცხოველების ბეწვისგან ტანსაცმელი სინამდვილეში? ეს გზა ცხოველების სასტიკ წამებაზე გადის. ბეწვის მწარმოებლები ყველაფერს აკეთებენ, რათა სასურველი პროდუქტი მინიმალური დანახარჯით მიიღონ. ამისთვის ისინი ცხოველებს ისეთი მეთოდებით კლავენ, რომ მათი ბეწვი არ დააზიანონ.
ძირითადად, იყენებენ ელექტროსადენებს, საწამლავს, გაზს - ზოგიერთები კი უფრო მარტივად აგვარებენ პრობლემას: მაგალითად, ჩინეთში, რომელიც ძაღლებისა და კატების ბეწვისგან დამზადებული ტანსაცმლის პირველი მწარმოებელია, საამქროებში ნამდვილი სასაკლაოა:
სიკვდილის დადგომამდე ძაღლები ცხოვრობენ მომცრო გალიებში, სადაც იატაკის ნაცვლად მავთულის ბადეებია, რაც მათ თათებს უსერავს. ისინი სუთქავენ ჰაერს, რომელიც მოწამლულია მათი ექსკრიმეტების "სურნელით". მოგვიანებით ისინი დიდ ოთახში გადაჰყავთ, საიდანაც კარს უღებენ და სასაკლაოზე უშვებენ - ორ-ორად ან სამ-სამად. იქ მათ რკინის მძიმე ჯოხით ხელში ჯალათი ელოდება, რომელიც თავში ჯოხის დარტყმით კლავს მათ - ან უბრალოდ, არეტიანებს. მეორე ჯალათი დარეტიანებულ/მოკლულ ძაღლს ყელს ჭრის, მესამე ატყავებს... აზიის ქვეყნებში ყოველწლიურად ასეთი სასტიკი მეთოდებით ორ მილიონზე მეტ ძაღლსა და კატას ჰკლავენ.
არანაკლები საცოდაობაა იმის ნახვა, როგორ ატყავებენ მელიებს: ამ ცხოველებს კუდს უჭიმავენ, შემდეგ კი ანუსში ელექტროსადენები შეჰყავთ და ორგანიზმში დენს უტარებენ. მელას სიკვდილსაც არ აცლიან: ჯალათი მას თათებს აჭრის და მის გატყავებას სწორედ თათებიდან იწყებს...
ყურადღება: რედაქცია გაფრთხილებთ, რომ ფოტოების შემდეგ თანდართული ვიდეოს ნახვა არაა მიზანშეწონილი არასრულწლოვანებისა და არამდგრადი ფსიქიკის მქონე პირებისთვის.