"ქურდული სხოდკა" სომხეთში - რატომ შეიკრიბა ერევანში 300 გავლენიანი "ქურდი"?

Image

არსებული ინფორმაციით, გასულ კვირას ერევანში კრიმინალური სამყაროს 300 „ავტორიტეტი" ჩავიდა.

 

„კანონიერმა ქურდებმა“ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ახლო მეგობრისა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, რუბენ აირაპეტიანის რესტორანში მოიყარეს თავი.

 

შეკრების მონაწილეთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა და ქართველ სამართალდამცველებს მათი ძებნა აქვთ გამოცხადებული.

 

ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის"  ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა ჭაიას თქმით, შესაძლოა, საქართველოს საზღვრებთან მომდგარი კრიმინალური ანკლავი ქვეყანაში, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სიტუაციის არევით არის დაინტერესებული, რითაც გავლენის აღდგენას შეეცდებიან.

 

„საქართველოსა და სომხეთს დადებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ძებნილ პირთა დაკავებასა და მათ ექსტრადირებას. პარადოქსია, რომ ამ შეკრების მთავარი ინიციატორია „კანონიერი ქურდი“  შაქრო კალაშოვი, რომელსაც საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წელი ადამიანის გატაცებისთვის.

 

ეს შეკრება რუსეთის ხელისუფლების უნებართვოდ ვერ გაიმართებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ესპანეთიდან რუსეთში ექსტრადირებულ კალაშოვს ციხიდან გაათავისუფლებდნენ და სომხეთში ამ მასშტაბის შეკრების გამართვის უფლებას მისცემდნენ ისე, რომ ეს შეთანხმებული არ ყოფილიყო მაღალ ეშელონებთან?

 

მოსკოვი ცდილობს, დანაშაულებრივი სამყაროს გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. დღეს ქურდული სამყარო ვერ ახერხებს საქართველოში გავლენის აღდგენას და ცდილობს ქვეყნის გარედან, ახლა უკვე საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან მართოს სიტუაცია,“- აღნიშნა მან.

 

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ირაკლი ქადაგიძის განცხადებით, ქურდების „სამიტი“ ერევანში დღესაც მიმდინარეობს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის რაღაც დსთ-ის სამიტის მსგავსი ღონისძიება, რომელსაც სომხეთი ხელმძღვანელობს.

 

„დაახლოებით 6 იანვარს დაიწყო ქურდული შეკრება ერევანში. უმრავლესობა ქართველია. განიხილება ის კონფლიქტები, რომლებიც აქამდე ხდებოდა ქურდულ სამყაროში, საუბარია დედ ჰასანის, იაპონჩიკისა და ტარიელ ონიანის კონფლიქტებზე, რაც დაკავშირებულია გავლენების გადანაწილებასთან, სათამაშო ბიზნესებისა და ე.წ. ობშჩიაკის გაკონტროლებასთან.

 

ცხადია, ერევანში ჩასულ კრიმინალებს აქვთ ხელშეუხებლობის გარანტია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ ჩასვლას ვერ გაბედავდნენ. შეხვედრები ერევანში მდებარე რესტორან "არსნაკარში" იმართება. ეს რესტორანი სომხეთის პრეზიდენტის უახლოესი მეგობრის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ რუბენ აირაპეტიანის საკუთრებაა და ამით ყველაფერი გასაგებია. ის მმართველი პარტიის წევრიცაა.

 

დღეს "კანონიერი" ქურდები" ქვეყანაში შემოსვლას ვერ ახერხებენ. ახლა თავი მოიყარეს საქართველოს საზღვრებთან რუსეთის, თურქეთის თუ სომხეთის მხრიდან. ისინი გავლენის აღდგენასა და მიმდევართა წრის გაფართოებას შეეცდებიან.

 

მაგალითად, თურქეთში საქართველოს საზღვართან, კერძოდ, ხოფაში, ზის ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძე, მასთან ჩადიან ქურდული სამყაროს მიმდევრები, იქ ხდება დირექტივების გაცემა და ა.შ. ვიცი კონკრეტული ბიზნესმენებიც, რომლებიც საქართველოდან ჩაიყვანეს პრობლემის მოსაგვარებლად. რამდენიმეს აქეთ შემოუთვალეს, წყნარად იყავით და ქურდულ სალაროში ფული შემოიტანეთო,“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიძემ.

kvirispalitra.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !