
უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, ფრანგული ჟურნალის - „შარლი ებდოს“ ტიპის გამოცემა საქართველოშიც უნდა გაკეთებულიყო.
„თან ეს უახლოეს პერიოდში უნდა დაბეჭდილიყო და თქვენ წარმოგიდგენიათ ქართველი ხალხის რეაქცია, წარმოგიდგენიათ წმინდანების კარიკატურები?
მერიდება კიდეც თქმა, რომ წმინდა ნინოზე, ღვთისმშობელზე და მამა გაბრიელზე იქნება გაკეთებული კარიკატურები და როგორ გგონიათ, საზოგადოებას ამაზე რა რეაქცია ექნება?
ვაფრთხილებ იმ ადამიანებს, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს!
ჩვენი საზოგადოება ღვთისმშობელსა და იესოზე კარიკატურას ნამდვილად ვერ აიტანს და ამაში ვერავითარი გამოხატვის თავისუფლებას ვერ დაინახავს, ნურავის თავის ავადმყოფურ გონებაში ნუ ექნება იმის ფიქრი, რომ საქართველოში მსგავს რამეს გააკეთებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. საქართველოში ეს არ გავა!“, - აცხადებს მჟავანაძე.
„კვირის ქრონიკა“