
ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს ადამიანი, რომლის ვალი მთელი ცხოვრება აქვს აქვს და არ გადაუხდია.
ეს ადამიანი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია აღმოჩნდა, რომელიც „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პირველად გაიცნო.
„ხუმრობა კარგად გამოსდის (იღიმის). ლვოვში ერთმანეთი შემთხვევით გვიცანით.
1980 წელს იქ ტელევიზიიდან მივლინებით ვიმყოფებოდით და ვიფიქრე, რაღაცას მეც გავაყოლებ ხელს-მეთქი. მაშინ მოდაში ტყავის ლაბადები იყო და გადამყიდველთან მის შესაძენად წავედი. ბიძინაც თავის ახლობლებთან ერთად იქ იმყოფებოდა.
როგორც თავად ხუმრობს, „სასპეკულიანტოდ" ვიყავი ჩასული და რადგანაც ბადრიმ ლვოვიდან თავისი მანქანით წამომიყვანა, ეკონომია გავაკეთე და იმ ფულით ტყავის ლაბადასთან ერთად ჯინსის შარვალიც ვიყიდეო...
რატომღაც ერთმანეთის ყურადღება პირველივე დანახვისთანავე მივიპყარით; ამდენ ადამიანს შორის მხოლოდ ის დამამახსოვრდა.
ალღოიანი პიროვნება, უცბად გაერკვა სიტუაციაში, არადა, მაშინ ის მხოლოდ 21 წლის გახლდათ...
რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი მანქანით წამოვედით საქართველოში. კარგი, მეგობრული, ძმური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
მახსოვს, სასტუმროში რომ დავბინავებულებიყავით, იმის ფულიც არ გვქონდა და ღამე მანქანაში გავათენეთ. საინტერესო თავგადასავლები გადაგვხდა.“- იხსენებს ბადრი ვადაჭკორია.