„ქართული ოცნების“ დეპუტატი სახელმწიფოსგან მოითხოვს, ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩაერიოს და არჩევნები დანიშნოს

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დავით ლორთქიფანიძის თქმით,  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ფედერაციის წესდებას არღვევს.

 

მისივე ინფორმაციით, სიჭინავას 2015 წლის 22 იანვარს პრეზიდენტად ყოფნის 4 წლის ვადა ეწურება, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნას კი ოქტომბერ-ნოემბერში გეგმავს.

 

ლორთქიფანიძის განცხადებით, ამით ირღვევა წესდების 38-ე მუხლის პირველი ნაწილი, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი აირჩევა ოთხი წლის ვადით:

 

„სიჭინავას უფლებამოსილება 2015 წლის 22 იანვარს უმთავრდება, 1000-დღიანი წელი კი არ არსებობს. აშკარაა, რომ ის ფედერაციის წესდებას თავად არღვევს".

 

ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ საკითხის მოგვარებაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს:

 

"ქვეყანაში ამ სფეროს პოლიტიკას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს. მსურს, მინისტრ ლევან ყიფიანს გულშემატკივრებისა და პირადად ჩემი სახელით მივმართო - დაინტერესდეს, რა მდგომარეობაა სფფ-ში, შექმნას სამუშაო ჯგუფი... გაირკვევა, რომ წესდებას უხეშად არღვევენ და ყრილობა, მაქსიმუმ, იანვარ-თებერვალში უნდა ჩაატარონ.

 

ეს არ უნდა იქნას აღქმული ფედერაციის საქმეებში ჩარევად. თუ კანონისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფო და სპორტის სამინისტრო ასე არ მოიქცევა, ამჟამინდელი მმართველების ყოფნის ვადა, შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს".

 

„ფეხბურთის ფედერაციაში გვაქვს საკმაოდ არაორდინარული ვითარება, შეიძლება ითქვას - ტრაგიკულიც. საქართველოს არც ერთ ფედერაციას თავში აზრადაც არ მოუვიდოდა, ყრილობა დათქმული ვადის იქით გადაეწია. ფეხბურთის ფედერაციაში კი ცდილობენ, წესდების უგულებელყოფით, სათავეში ყოფნის პერიოდი რამდენიმე თვით გაიხანგრძლივონ.

 

2015 წლის 22 იანვარს სიჭინავას პრეზიდენტობის 4 წელი უსრულდება... უფრო სწორად, 4 წელი დანიშვნის დღიდან, რადგან ის მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა.

 

აბსოლუტურად გაუგებარია, სიჭინავა რის საფუძველზე ცდილობს, არჩევნები 2015 წლის შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში დანიშნოს. ამით ის საპრეზიდენტო ვადას 9-10 თვით იხანგრძლივებს", - ამბობს ლორთქიფანიძე.

 

„აფხაზეთის ხმა“ ამ საკითხებზე კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას დაუკავშირდა:

 

„ბატონ დეპუტატს მინდა შევახსენო, რომ წესდებაში არსად წერია თარიღი, როცა არჩევნები უნდა ჩატარდეს - მითითებულია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს 2015 წლის განმავლობაში და ასეც იქნება. საინტერესოა, რის საფუძველზე ასკვნის ბატონი ლორთქიფანიძე, რომ არჩევნები მაინცდამაინც ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდება? მე არჩევნების თარიღი არსად, არცერთ ინტერვიუში ან განცხადებაში არ დამისახელებია და იბადება კითხვა: რატომ ამტვრევს დეპუტატი ღია კარს?

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2009 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა ვადამდელი არჩევნები და არჩეულ იქნა სფფ-ს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილების ვადა ასევე 4 წლით განისაზღვრებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, შემდგომი არჩევნები 2011 წლის 22 იანვარს ჩატარდა და საპრეზიდენტო ვადა ფაქტიურად განახევრდა.

 

ფეხბურთის ფედერაციის წესდების თანახმად, ფედერაციის პრეზიდენტი არჩეულია ფედერაციის სუბიექტების მიერ.

 

როგორც პარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, გარკვეული რაოდენობის ხმებით შეიტანონ ცვლილებები კანონში, ასევე ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებს აქვთ უფლება, შეცვალონ წესდება და რადგან ამის სურვილი არავის უჩნდება, ესე იგი, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია.

 

საოცარია და პოლიტიკური ჩარევის შთაბეჭდილებას ტოვებს ბატონი ლორთქიფანიძის მიმართვა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისადმი: კოალიცია, რომელსაც წარმოადგენს ბატონი ლორთქიფანიძე, მმართველი ძალაა, ის ხელისუფლებაშია წარმოდგენილი.

 

ანუ, რა გამოდის? მმართველი პარტია მიმართავს მმართველი პარტიის წევრებით დაკომპლექტებული მთავრობის წარმომადგენელს, მიხედოს ფეხბურთის ფედერაციას?

 

ბატონ დეპუტატს არ აწყენდა, გადაეხედა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებისთვის, როგორ მოქმედებს უეფაში ქვეყნის იმიჯზე ამგვარი პოლიტიკური ჩარევები ფეხბურთის ფედერაციაზე, რომელიც დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტია. პრეზიდენტის არჩევის საკითხი არის ფედერაციის შიდა საქმიანობა, რომელიც რეგულირდება წესდებით და კიდევ ერთხელ შევახსენებ ბატონ ლორთქიფანიძეს, რომ ეს წესდება სრულ შესაბამისობაშია უეფას და ფიფას დებულებასთან.

და სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს გამართული წესდება, გამართული მენეჯმენტი და პროფესიონალთა გუნდი, უეფამ მისი ეგიდის ღონისძიებებიდან ერთერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიების - უეფას სუპერთასის ფინალის ჩატარება საქართველოს დედაქალაქში გადაწყვიტა.

რაც შეეხება ბორის პაიჭაძისა და სხვა ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს, ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირთან და, თუმცა ვერიდებით აფიშირებას, მაინც მიწევს ვთქვა, რომ ვეხმარებით კიდეც მათ, ვის შესახებაც ინფორმაცია შემოგვდის. რასაკვირველია, ბორის პაიჭაძის ღვაწლი ქართული ფეხბურთის წინაშე ფასდაუდებელია და ვცდილობთ, სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ მის იუბილესაც. ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის იქნება მადლიერი ვეტერანი ფეხბურთელების ღვაწლის  მიმართ. ხოლო, როგორც საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ბატონი დავითი უკეთესი იქნებოდა დაინტერესებულიყო ვეტერან ფეხბურთელთა სოციალური პრობლემებით და ასე აღმოეჩინა მათთვის დახმარება.

 

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს, კიდევ ერთხელ და გასაგებად ვიმეორებ:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომლის საქმიანობას განსაზღვრავს ყრილობა და არჩევნების საკითხს მათ შორის პრეზიდენტის არჩევნებს. ხოლო არჩევანის გაკეთების უფლებამოსილება გააჩნია ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებს და მხოლოდ მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება ისაუბრონ არჩევნებზე, წესდებაზე, მართვაზე და სხვა საკითხებზე , რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდებით არის განსაზღვრული.

 

არჩევნები ჩატარდება ფეხბურთის ფედერაციის წესდების სრული დაცვით, ხოლო თუ დეპუტატი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა არღვევს კანონს, ამისთვის არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები და დეპუტატს შეუძლია, მათ მიმართოს, მით უმეტეს, სახელმწიფო სტრუქტურებზე ზემოქმედების მექანიზმები მას გააჩნია, როგორც პარლამენტის წევრსა და, მით უმეტეს, როგორც მმართველი კოალიციის წარმომადგენელს“, - უთხრა ზვიად სიჭინავამ „აფხაზეთის ხმას“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !