სავარაუდოდ, ავტომანქანების ტექდათვალიერება ორი წლით გადაიწევს

Image

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს და ნაცვლად 2015 წლისა, 2017 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში.

 

თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია, როდიდან გახდება ტექდათვალიერება სავალდებულო, არ ვრცელდება.

 

ამის პარალელურად, მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია, რა მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება სავალდებულო და როგორ უნდა მოემზადოს ამ პროცესისთვის ავტომფლობელი. იგივე პოზიციას იზიარებს თბილისის საკრებულოს წევრი, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე.

 

„ჩვენ არ ვიცით გარკვევით, 2015 წლის 1 მარტს ამოქმედდება თუ არ ამოქმედდება. თუ კანონში ცვლილება არ შევიდა, 2015 წლის 1 მარტიდან, ყველა ავტომობილი საქართველოში კანონგარეშედ გამოცხადდება.

 

ეს არის ფაქტი!  ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, ეს სიახლე 2015 წლის 1 მარტს ამოქმედდება თუ არა, არამედ იმაზე უნდა ვისაუბროთ და ვიდებატოთ იმაზე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რა თანმიმდევრობით, რა ვადაში, რომ ამ „იქს“ თარიღიდან, ყველა მომზადებული შევხვდეთ, რომ არც ერთი მანქანა არ აღმოჩნდეს კანონგარეშე.

 

მანქანები, თუნდაც ძველები, ისე უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ უჭერდეს მუხრუჭი, უნდა მუშაობდეს სტოპსიგნალები, უნდა მუშაობდეს მაშუქი ელემენტები, უნდა მუშაობდეს მინის მწმენდი და გამონაბოლქვს შავი შლეიფი არ უნდა მოჰყვებოდეს.

 

ნამუსიც კარგი საქონელია და ამაზე არავინ არ უნდა იდავოს, მაგრამ რა დოზით, რა მანქანებისთვის, რომელი წლიდან, რა ვადით, რა სტანდარტით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, აი, ეს არის იმ შეკითხვების ჩამონათვალი, რომელზეც პასუხი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ეს იწვევს საზოგადოებაში გაურკვევლობას და ბადებს ძალიან არაჯანსაღ მითქმა-მოთქმას“, - აცხადებს შალვა ოგბაიძე.

 

„ალიასთან“ საუბარში  ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი დავით ღონღაძე აცხადებს, რომ  ტექდათვალიერების საკითხი 2017 წლისთვის გადაიდო.

 

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე, აქედან გამომდინარე, ამ წუთისთვის რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება. სამუშაო პროცესი მიდის“, - აღნიშნა მან.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !