
კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის განცხადებით, საერთაშორისო ფასებთან შედარებით საქართველოში ჯიშიანი ძაღლი ძალიან იაფია.
„ამ პირობებში, სადაც ქვეყანაში ძაღლს ფასი არ აქვს, ვეცდები გამოვყო ხუთი უმაღლესი ხარისხის ძაღლი,“ - აღნიშნა გიორგაძემ.
გერმანული ნაგაზი
800$-1000$
სამძებრო ტიპის ძაღლი, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა. მას აუცილებლად უნდა ასწავლო რაღაც, თორემ თანდაყოლილი არაფერი აქვს.
კავკასიური ნაგაზი
500$-700$
გამოირჩევა თავისი ჭკუით, რომელსაც იყენებენ ფარის დაცვაში.
კანეკორსო
900$-1000$
თანდაყოლილი წეს-ჩვეულება აქვს. ახასიათებს პატრონის და ტერიტორიის დაცვა. საკუთრების დამცველი ძაღლია, საყარაულო ძაღლი.
იორკშირული ტერიერი
900$-1000$
იორკშირული ტერიერი ძირითადად დეკორაციის ფუნქციას ასრულებს.
შპიცი
1000$
ეს სახლის ძაღლია, რომელსაც დეკორაციისთვის იყენებენ.
ambebi.ge