-
2015-01-08 23:34
ვერძი
დაძაბული დღე გელოდებათ. მიუხედავად პრობლემებისა, ოპტიმისტური განწყობა მთელი დღის განმავლობაში არ მიგატოვებთ.
კურო
ვარსკვლავები სიფრთხილის გამოჩენას გირჩევენ. ნუ ენდობით გარშემომყოფებს, ყველა მათგანი არ იმსახურებს თქვენს ნდობას.
ტყუპები
მთელი დღის განმავლობაში განმარტოვების სურვილი გექნებათ. თუმცა, ახლობლები და მეგობრები ამის საშუალებას არ მოგცემენ.
კირჩხიბი
დღეს განვითარებული მოვლენა თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ყურადღება მაიქციეთ ყველა წვრილმან დეტალს.
ლომი
შეეცადეთ განასხვავოთ თქვენი სურვილები და რეალობა ერთმანეთისგან. დროა თავი დაანებოთ ფანტაზიორობას და მიიღოთ რეალობა ისეთი, როგორიც არის.
ქალწული
წინ ჩვეულებრივი სამუშაო დღე გელოდებათ. საღამოს მეორე ნახევრისაგან სიურპრიზს ელოდეთ.
სასწორი
კარგი დღეა პირადი ურთიერთობის გასარკვევად. თუ არ გყავთ მეორე ნახევარი, დღეს, შესაძლოა, პოტენციური პარტნიორი გაიცნოთ.
მორიელი
დღეს, შესაძლოა, სხვების უსამართლობამ გული გატკინოთ. ნუ იქნებით აგრესიული და გადაწყვეტილებებს სწრაფად ნუ მიიღებთ.
მშვილდოსანი
დღეს ხანმოკლე მგზავრობა გელოდებათ. საქმიანი და რომანტიული შეხვედრები წარმატებით ჩაივლის. ვარსკვლავები სასურველის მიღწევას გიწინასწარმეტყველებენ.
თხის რქა
დღის პირველ ნახევარში საინტერესო საქმიან წინადადებას მიიღებთ. თუმცა, სანამ საბოლოო პასუხს გასცემთ, კარგად დაფიქრდით.
მერწყული
დღეს სამსახურში საშუალება მოგეცემათ საკუთარი უნარ-ჩვევები გამოამჟღავნოთ. თუ უფროსის აღფრთოვანებას გამოიწვევთ, სავსებით მოსალოდნელია, ეს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე აისახოს.
თევზები
საყვარელი საქმიანობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. მშობლებისაგან თანადგომას და ფულად დახმარებას მიიღებთ.