-
2015-01-08 14:54
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.
„მეთვალყურეობა გვაქვს დაწესებული.
ამ ეტაპზე დეკემბრის თვეში, გრიპის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა შარშანდელთან შედარებით მომატებულია გრიპის მსგავსი ვირუსები.
მაგალითად, როგორიცაა ადენოვირუსი, იგივე თვალის ვირუსი. გრიპის მსგავსი ვირუსებიდან იგი წამყვანია.
შარშანდელთან შედარებით ნაკლებია მძიმე შემთხვევები, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. გრიპის ვირუსის მატება თებერვლის ბოლოდან და მარტის დასაწყისშია მოსალოდნელი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
იგი მოქალაქეებს ჰიგიენის ნორმების დაცვასა და ხელების ხშირად დაბანას ურჩევს, ვინაიდან გრიპი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა.