ქართველ მუსლიმთა კავშირი პარიზში მომხდარ ტერაქტს გმობს

Image

ქართველ მუსლიმთა კავშირი გმობს პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს. "ტაბულას" ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ტარიელ ნაკაიძემ განუცხადა, მის კომენტარს გამოცემა აქვეყნებს:

 

"თითოეული ქართველი მუსლიმი შეძრულია ისლამის სახელით განხორციელებული საზარელი ტერორისტული აქტით. ჩვენ, საქართველოს მოქალაქე მუსლიმები ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს და სამძიმარს ვუცხადებთ ფრანგ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ისლამი ტოლერანტობის, სიყვარულის, მშვიდობის რელიგიაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერორიზმმა ვერ გაიმარჯვოს!

 

მოვუწოდებთ მსოფლიოს მუსლიმებს, დაგმონ ეს ბარბაროსული, ანტიჰუმანური აქტი, რომელიც მიმართულია კაცთა შორის მშვიდობის, გამოხატვის თავისუფლებისა და პიროვნების ღირსების წინააღმდეგ. ის მიმართულია ჩვენი რწმენის ფუნდამენტის წინააღმდეგ.

 

რელიგიის სახელით განხორციელებული ძალადობა, რელიგიის პირველი მტერია. მაგრამ ჩვენ, ნამდვილ მუსლიმებს მიგვაჩნია, რომ ტერორიზმსა და ფუნდამენტალიზმს არ აქვს რელიგია. სამწუხაროდ, ესა თუ ის რწმენა ხშირად გამოიყენება სიძულვილისა და ძალადობის გასავრცელებლად.

 

ქართველი მუსლიმი თავის შვილს ასწავლის დემოკრატიისა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემას, რელიგიურ ტოლერანტობასა და ნებისმიერი იდენტობის ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციის დაუშვებლობას.

 

გულწრფელად ვწუხვართ, რომ ზოგიერთი მოქალაქის მიერ, ტერორისტული სისაძაგლის გვერდით მოვიხსენიებით. ეს არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია, არამედ გახლავთ დიდი უსამართლობა მშვიდობისმოყვარე ქართველ მუსლიმთა მიმართ.

 

კიდევ ერთხელ ვგმობთ ამ ანტიისლამურ, ანტიჰუმანურ აქტს და მოვუწოდებთ ძალაუფლების მქონე ყველა პირს, შეაჩეროს, აღმოფხვრას და დასაჯოს ყველა ტერორისტი" - აცხადებს ნაკაიძე "ტაბულასთან" საუბარში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !