რას წერს ადრიატიკის ზღვაში დაღუპული მამა ილია კარტოზიას დედა

Image

ტრაგიკულად დაღუპული 27 წლის არქიმანდრიტის, მამა ილია კარტოზიას დედა თავის უსაზღვრო მწუხარებას  შვილისადმი მიწერილი წერილით გადმოსცემს.

 

„ცა და ქვეყანა ჩამოიქცა ჩემთვის, როდესაც შენი შემზარავი ამბავი გავიგე.

 

იმ წამს ვიფიქრე, თავი რატომ გაწირა-მეთქი, გონს რომ მოვეგე, მივხვდი, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდი, შვილო.

 

შენ მოახერხე ის ანგელოზი გადაგერჩინა, სანაცვლოდ კი საკუთარი თავი გაგეწირა.

 

წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად წახვედი, მჯერა, წმინდანმა უფლის გვერდით მიგიჩინა ადგილი. რა ვქნა, დედი, სული მტკივა და გული მეწურება…

 

გმირი შვილი გყავსო, საუკუნის გმირი – მანუგეშებენ, მამხნევებენ, დედი! ყოველთვის ასე იყო, შვილო, ბავშვობიდანვე ყველაფერი საოცრად გეჩქარებოდა, შავ-ბნელი სიკვდილიც როგორ ჩქარა მოვიდა შენთან. ვამაყობდი შენით, დღეს კი – ათჯერ მეტად, შვილო!

 

შენი ვაჟკაცობის ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო. შენით ამაყობს მშობლიური სკოლა, ქალაქი, ოჯახი, ქუჩა, სადაც გაიზარდე, მთელი საქართველო! ვაჟკაცურად იცხოვრე ამ წუთისოფელში, ხანმოკლე სიცოცხლეც ვაჟკაცურად დაასრულე.

 

შენ ჩემი მონატრებული შვილი ხარ, დედი! ერთი დიდი სურვილი მაქვს, ერთი დიდი ოცნება – წუთით მაინც შენი გაღიმებული სახე ვიხილო, მაგრამ ვაი, რომ ეს შეუძლებელია…

 

როგორ ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო უშენოდ. იმის ფიქრიც კი მზარავს, რომ ვერასდროს გნახავ, მაგრამ თავს ვიმშვიდებ, რომ უფალთან ხარ სასუფეველში. მე კი გპირდები, დედი, ისე მოვიქცევი, როგორც შენს ნათელ სულს გაახარებს, ჩემო რჩეულო შვილო.

 

ომის დროს ცხინვალშიც უშიშრად წახვედი მიცვალებულთა გადმოსასვენებლად, ჩემო ძლიერო და დაუდეგარო ბიჭო, მოყვასისთვის თავს არ ზოგავდი და გაჭირვებულების ტალკვესი იყავი. რასაც დაისახავდი მიზნად, ყველაფერს საოცრად სწრაფად აღწევდი, მჯერა, ზეციდანაც სწრაფად შეგვეწევი, დაგვიფარავ ჩვენ, დაიფარავ მთელ საქართველოს. შენზე მლოცველი, ღრმად მწუხარე დედა“, – წერს მამა ილია კარტოზიას დედა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !