თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე, სოფელ შავშვებთან უბედური შემთხვევა მოხდა.
სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.
ავარიის შედეგად ორი მგზავრი დაიღუპა, 15 კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები გორისა და კასპის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
გარდაცვლილთა შორის ერთი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონია.
გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდა ლაშა ფალიაშვილი აღმოჩნდა, რომელიც საშობაო ღამისთევაზე მიემგზავრებოდა.