-
2015-01-03 14:35
უბედური შემთხვევა 2 იანვარს კურორტ ბახმაროში მოხდა.
ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე კურორტზე ოთხი ახალგაზრდა გუშინ დილით დაიკარგა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ.
გვიან ღამით სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ვერტმფრენის დახმარებით დაკარგული ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდა:
„სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო. მათი დახმარებით დაკარგული ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდა. სამივე თავს კარგად გრძნობს, თუმცა, ვერტმფრენს არ გამოყვნენ. სავარაუდოდ, გარდაცვლილი მეგობრის გვამის პოვნას ელოდებიან“, - აღნიშნა კუჭავამ.
მისივე ინფორმაციით, ფეხით მიმავალი მაშველები გზაში არიან.