-
2015-01-03 01:24
აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მომხდარი ავარიის დროს გადარჩენილი მგზავრების მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დროისთვის მათი ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს, ნაწილი კი რეანომობილით თბილისში გადაჰყავთ. ჩქარი მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად დღეს სოფელ მარანთან 4 ადამიანი დაიღუპა.
დაშავებულებს შორის რამდენიმე ბავშვია - მგზავრებს შორის, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები იყვნენ, 4 ბავშვი, მათგან ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ნათესავებმა მიკროავტობუსი დაიქირავეს და მარანში ნათესავთან, ბავშვის შეძენასთან დაკავშირებულ წვეულებაზე იმყოფებოდნენ.
ტრაგედია უკან დაბრუნებისას მოხდა, როცა მიკროავტობუსის მძღოლმა მიიჩნია, რომ მოახლოებულ ჩქარ მატარებელს გადაასწრებდა და ლიანდაგის გადაჭრა სცადა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა. მარანში, ტრაგედიის ადგილას საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გადაკვეთაზე შლაგბაუმი წლებია, გაუქმებულია.
"აფხაზეთის ხმა" წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვილთა ოჯახებს.
შენიშვნა: ფოტო შერჩეულია თემატური კავშირის პრინციპით და არაა გადაღებული შემთხვევის ადგილზე