
25 იანვრიდან დღემდე დამწვრობის ცენტრში, სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით, 50-მდე პაციენტი მიიყვანეს. კიდევ უფრო მეტია მათი რაოდენობა, ვისაც სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს.
პაციენტთა უმეტეს ნაწილს დამწვრობა სახეზე და კიდურებზე ჰქონდა. დამწვრობებით საავადმყოფოებში მოხვდნენ, როგორც მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე ზრდასრულები.
ექიმების თქმით, ამის მიზეზი პიროტექნიკის არასწორად გამოყენებაა. სამართალდამცველები მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ და საახალწლო მაშხალების გამოყენების პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.
"რუსთავი-2"