
აბაშაში სოფელ მარნის გადასახვევთან მიკროავტობუსი სამგზავრო მატარებელს შეეჯახა, დაღუპულია სამი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები სტუმრად იმყოფებოდნენ და მიკროავტობუსი ნაქირავები ჰყავდათ. მიკროავტობუსი, სადაც 16 მგზავრი იჯდა, მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელს დაეჯახა. შეჯახება ლიანდაგზე მოხდა.
"რუსთავი-2"-ის ცნობით, მიკროავტუბუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა. დაშავებულები სამტრედიის და აბაშის საავადმყოფოებში გადაიყავნეს. მიკროავტობუსში ისხდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.
13 დაშავებული სამტრედიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გადარჩენილებს შორის არის 4 ბავშვი, მათგან 2 მცირეწლოვანია. ყველა დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და სამტრედიის საავადმყოფოდან ქუთაისში ეტაპობრივად გადაჰყავთ.