-
2014-12-30 13:40
სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში ახალი წლის დღეებში თოვლი არ იქნება. მოსალოდნელია წვიმა, მათ შორის თბილისშიც.
ახალი წლის ღამით თოვლი მოვა მესტიაში, გუდაურსა და ფასანაურში.
4 იანვრამდე დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით +4;+9; დღისით - +9; +14; მთაში ღამით - 0; +5; დღისით +4; +9; მაღალმთაში ღამით -3;+2; დღისით - 0;+5;
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 0;+5; დღისით - +4;+9; მთაში ღამით - -3;+2; დღისით +3;+8; მაღალმთაში -7-2; -1;+4;
თბილისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით +3; დღისით - +6 იქნება.
4 იანვრის შემდეგ საქართველოში აცივდება და არამდგრადი ამინდები დადგება.