-
2014-12-30 12:21
ფინანსთა მინისტრი „სარკესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ წონაში 20 კილოგრამი დაიკლო, რადგან სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად დღე ისე გადის, რომ ჭამას ვერ ახერხებს.
„შემიძლია ჩემი ფოტო გაჩვენოთ, სადაც მინისტრობამდე ბევრად უფრო წონიანი ვარ.
ეს მინისტრობაზე კი არა, გრაფიკზეა დამოკიდებული.
შეიძლება მთელი დღე ისე გავიდეს, ერთი ლუკმა ვერ ჩავიდო პირში.
საღამოს სახლში რომ მივალ, ჩემს თავს ვეჭიდავები, რომ აღარ ვჭამო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის.
საბოლოო მიზანს რომ მივაღწევ, მერე გეტყვით, როგორ დავიკელი.
20 კილო მაქვს დაკლებული და კიდევ 10-ს რომ დავიკლებ, მიზანსაც მივაღწევ. გაზაფხულიდან აქამდე მაქვს 20 კილო დაკლებული. გაზაფხულზე 115 ვიყავი, დღეს 95 კილო ვარ“, - განუცხადა ხადურმა „სარკეს".