როგორი წელი გელოდებათ წინ - 2015 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი

Image

რიცხვების მაგია, საუკუნეებს ითვლის.

ჯერ კიდევ უძველესი დროიდან  სწამდათ ადამიანებს ციფრების ჯადოსნური ძალა და აღიარებდნენ რომ ისინი,  რეალურ გავლენას ახდენენ ადამიანის ბედზე.

 

იმისთვის, რომ წლის რიცხვი დავიანგარიშოთ, საჭიროა მარტივი მათემატიკური გათვლა.

 

ასე მაგალითად, თუ თქვენ 1976 წლის 19 მარტს დაიბადეთ, ნუმეროლოგიური პროგნოზის გამოსათვლელად დაგჭირდებათ გამოთვალოთ ამ თარიღის საერთო ჯამი (არ დაგავიწყდეთ დაანგარიშებისას მიუთითოთ მერამდენე თვეა. მაგ. ამ შემთხვევაში მარტი არის მესამე თვე და შეკრებისას სრული თარიღის ჯამს უნდა დავამატოთ ასევე რიცხვი 3).

 

გამოვიდა მსგავსი ტიპის კომბინაცია 1+9+7+6+3 +1+9 = 36

 

საბოლოო რიცხვთა ჯამი რაკიღა ორნიშნაა უნდა დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე ანუ 3+6=9

 

მაგრამ ეს ყველაფერი როდია. მიღებულ რიცხვს ახლა უკვე წლის საერთო ჯამური მაჩვენებელი უნდა დავამატოთ - 2+0+1+5 ანუ 8.

 

თუკი ამ ორი რიცხვის ჯამი ისევ ორნიშნაა ანუ კონკრეტულ მაგალითზე ეს არის 17 ის უნდა დავშალოთ, შემდეგ ამისა კი შევკრიბოთ.

 

საბოლოოდ მივიღეთ რვიანი - ნუმეროლოგიური პროგნოზიც სწორედ ამ რიცხვის შესაბამისობაში უნდა მოიძიოთ ქვემოთ მოყვანილ ტექსტში:

 

1 - დამდეგი წელი ლიდერის პოზიციებს, მომატებულ ენერგეტიკას და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას მოგიტანთ. თუმცა აუცილებლად გაითვალისიწინეთ ისიც, რომ ყველაფერის კეთება მარტოს მოგიხდებათ და დახმარებას სხვებისგან ამაოდ ნუ დაელოდებით. შესაბამისად მხოლოდ დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე შეძლებთ ეს წელი უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალ ტრამპლინად გადააქციოთ.

 

2 - სტაბილურობის მომტანი და მატერიალური წინსვლის წელია. გარდა ამისა, ამ წელს ხშირად მოგიხდებათ შუამავლისა და მედიატორის როლის მორგება სხვადასხვა სახის დაძაბული სიტუაციების დასარეგულირებლად. თქვენი რჩევა ბევრს დასჭირდება და გამოადგება.

 

3 - ცვლილებების, ბევრი მოგზაურობის, სწავლისა და განათლების მიღების წელია. გამორიცხული არ არის, წლის მანძილზე არაერთგზის შეგეცვალოთ გეგმები და აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით დაიწყოთ სვლა. მნიშვნელოვნად შესუსტდება კონცენტრაციისა და მოთმინების უნარი, რის გამოც არის იმის ალბათობა რომ წლის მიწურულს გარშემო მყოფები აფერისტობასა და არასტაბილურობაში დაგადანაშაულებენ. შეეცადეთ პირნათლად შეასრულოთ ვალდებულებები და ნაკლებად გაუცრუოთ იმედი ახლობელ ადამიანებს.

 

4 - ეს ის წელია, როცა განვლილ წლებში წარმოქმნილი ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება და როგორც იქნა გეღირსებათ მშვიდი ცხოვრება. ფინანსური კუთხით აღმავლობას უნდა ელოდოთ. მოიმატებს შემოსავალი ან დამატებითი გამომუშავების გზები გაგიჩნდებათ. პირად ურთიერთობაში ნაკლებად გამოავლინეთ ეგოიზმი და მიჯაჭვულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეთ სამომავლოდ.

 

5 - ცვლილებების წელიწადია, ამიტომ ჩვეულ სტაბილურობას ცოტა ხნით დაემშვიდობეთ. იცოდეთ, რომ 2015 წელი არაერთი პოზიტიური და ნეგატიური ”სიურპრიზით” გაგახარებთ. თუკი ბუნებით რისკის მოყვარული და ავანტურისტი ადამიანი ხართ, შესაძლოა პირიქით ისარგებლოთ კიდეც წლის მანძილზე შექმნილი ექსტრემალური სიტუაციებით და ”ტალღის ქიმზე” ოსტატურად მოექცეთ. ელოდეთ თავბრუდამხვევ რომანს, რომელსაც ბევრი ემოცია და დრამატული ისტორიები მოჰყვება თან.

 

6 - სიყვარულში გამართლების, სტაბილური ოჯახის შექმნისა და ურთიერთობების გამყარების წელიწადია. ძალიან კარგი პერიოდი დგება აქამდე არსებული სხვადასხვა სახის პრობლემების საბოლოოდ მოსაგვარებლად, რომელიც ოჯახის წევრებთან ან პარტნიორებთან თქვენს არასწორ დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. შეეცადეთ ბედნიერების პიკზე მყოფმა, არ დაივიწყოთ მეგობრები. მით უმეტეს ისინი, ვისაც თქვენგან განსხვავებით არცთუ მშვიდი წელიწადი ელოდება.

 

7 - შემეცნების, თვითრეალიზაციის, სულიერი ზრდისა და ფსიქოლოგიური პროგრესის წელია. ამ წელს თავისუფლად შეგიძლიათ უმაღლესი განათლების ან დამატებითი კვალიფიკაციის თემა დადებითად გადაწყვიტოთ. შესაძლოა ბევრი იმოგზაუროთ ან საკუთარ თავში ახალი ნიჭი და უნარ-ჩვევები აღმოაჩინოთ მოულოდნელად.

 

8 - წარმატებული ბიზნესის, გამართლებული, გონივრული რისკისა და მაღალი შემოსავლების წელია. თუკი კერძო საქმიანობას ეწევით, შესანიშნავად წავა საქმეები სპონსორებთან ან მსხვილ ინვესტორებთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული წლის მანძილზე დიდი შენაძენი გააკეთოთ ბინის, აგარაკის ან მიწის ნაკვეთის სახით.

 

9 - სურვილების ასრულებისა და გასაოცარი თავგადასავლების წელია. ამ წელს ფაქტობრივად ყველა თქვენი ნატვრა შეისხამს ფრთებს, ამიტომ ფრთხილად შეარჩიეთ სურვილი და კარგად დაფიქრდით სანამ რაიმეს ძალიან ინატრებდეთ. ცუდს თუ უსურვებთ ვინმეს, ისიც ახდება თუმცა, სამომავლოდ არც თქვენ ცხოვრებაში მოვა ბედნიერება. გაიხსენეთ ძველი ჩინური ანდაზა: ”გეშინოდეთ თქვენი სურვილების, ისინი შეიძლება ერთ დღეს მართლაც ასრულდნენ”.

astrologi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !