-
2014-12-29 13:05
არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ აინტერესებს, თუ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ახალ წელს ბარაქა და ბედნიერება დაებედოს.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, სამყარომ რომ პოზიტივი გამოიმეტოს, ახალ წელს მაინც ნუ უსურვებთ ნურავის ცუდს, ნუ იკამათებთ, ნუ ეცდებით მოატყუოთ.
გარდა ამისა, სასურველია თუკი მაგიდას ბევრი ნატურალური პროდუქტით, მწვანილეულით და ხის აქსესუარებით დატვირთავთ.
ესეც საკმარისი იქნება ჯერ კიდევ გზაში მყოფ ცხვარს რომ ასიამოვნოთ.
სასურველია, თებერვლის ბოლოს, როცა უკვე რეალურად შევა ძალაში ახალი ასტროლოგიური წელიწადი, მაქსიმალური გულწრფელობით ისურვოთ რეალური რამ, ისეთი რომლის ახდენის შემთხვევაშიც სხვის ბედნიერებას და თავისუფლებას არ ხელყოფთ (მაგ. პირადი ურთიერთობის დალაგება, მაშინ როცა ვიცით, რომ ამ სიტუაციაში მესამე ადამიანი აუცილებლად დაზარალდება).
ასტროლოგები თვლიან, რომ თხის წელი, გარკვეული ზღაპრული ელემენტებით იქნება სავსე.
ამიტომ ყველაზე მეტად იმ ადამიანებს გაუმართლებთ, ვისაც მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა, ინფანტილურობა და მიამიტობა ჯერ კიდევ სისხლში აქვს გამჯდარი.
მოკლედ, თუ თქვენში ისევ ცხოვრობს ბავშვი, იცოდეთ ეს წელი თქვენი წელია!
strologi.ge