"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" ბათუმში მოკლულ პოლიციელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Image

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ ბათუმში პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ:

 

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმში, პოლიციის ოფიცრის - თარაშ მუკბანიანის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

 

ჩვენთვის ცნობილია, რომ პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამაზ.დ 2014 წლის 26 მაისს, წარსულში სწორედ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე იყო დაკავებული. რამაზ დ.-მ 22 წლის თარაშ მუკბანიანს სასიკვდილო ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიაყენა, შემდეგ კი წაქცეულ პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა. ბრალდებულმა ცეცხლნასროლი ჭრილობები კიდევ სამ პირს მიაყენა, დაზარალებულთა შორის ორი თურქეთის მოქალაქეა.

 

აღიშნულიდან გამომდინარე, „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებაში პოლიციელთა ავტორიტეტის ამაღლება, რაშიც საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა, რადგან სწორედ თითოეული პოლიციელი უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

 

განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული პოლიციელის მკვლელობიდან ორი დღე გავიდა, თუმცა არ გვსმენია საზოგადოების პროტესტი. გვაინტერესებს სად არიან აღშფოთებული საზოგადოების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები?

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობისათვის დამნაშავეთა სამყაროს წევრების მიერ პოლიციელის მკვლელობა ჩვეულებრივი ფაქტია, ხოლო სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებისათვის შეაირაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს დამნაშავის ლიკვიდირება მიუღებელი.

 

მოკლულ პოლიციელს, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

დაღუპული პოლიციელები

 

წარმოგიდგენთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების არასრულ სიას: გიორგი ყიზილაშვილი ; ზურაბ ქვლივიძე; მამუკა გოგოლაძე; ზურაბ მალანია; ირაკლი ქუთათელაძე; ზურაბ მანსურაშვილი; დავით კვანტალიანი; გივი აფციაური; დავით დემურია; ენვერ გუსოევი; გურამ თოფჩიშვილი; ზვიად კახაძე; იასონ კულუმბელაშვილი; თამაზ პატარიძე; ალექსანდრე კეკენაძე; თამაზ ჯანაშია; რაულ ბერიძე; გიორგი თექთუმანიშვილი; გელა კაკუბერია; ილია ლომსაძე; სილიბისტრო არჩვაძე; ლევან ნანდოშვილი; მანუჩარ ქორიშვილი; რამაზ დევიძე; გოჩა ომსარაშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !