სად ჩივიან სარეკლამო „ესემესებით“ შეწუხებული მოქალაქეები

Image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის, ნიკა ბრეგვაძის თქმით, 1-ლი ნოემბრიდან დღემდე ორგანიზაციას სარეკლამო „ესემესებით“ შეწუხებულმა 4-მა მოქალაქემ მიმართა.

 

შესაბამისად, დაწყებულია საქმის წარმოება 6 კომპანიის მიმართ ამ განცხადებების ფარგლებში.

 

„შევისწავლეთ სხვა სხვადასხვა გარემოებები, მოქალაქეებმა განცხადებებს დაურთეს სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, „სქრინშოტების“ სახით, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ზოგან არ იყო უარის თქმის ფუნქცია დამატებული, რომ უარის შემთხვევაში ამ ნომერზე რეკლამა აღარ გაეგზავნათ, ზოგმა მიუთითა, რომ მისი ტელეფონის ნომრები არ იყო მისივე თანხმობით გაცემული და ა.შ.

 

ანუ შინაარსობრივად რამდენიმე პრობლემა დაფიქსირდა. შემოწმდა ამ 6 კომპანიიდან რამდენიმე, ხარვეზები გამოვლინდა და თითქმის ყველა მათგანი ამჟღავნებს თანამშრომლობის სურვილს.

 

ყველას სურს, ეს საკითხი მალე მოწესრიგდეს, რადგან სანქციებიც საკმაოდ დიდია და რეპუტაციის საკითხებსაც ითვალისწინებენ, არ სურთ, ნეგატიური ტალღის ქვეშ მოყვნენ მათი კომპანიები. კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ამბობს, რომ ვის ინტერესებსაც ემსახურება სარეკლამო „ესემესი“, ის არის პასუხისმგებელი. ანუ თუ თქვენ საბურავებისა და კოსმეტოლოგის ცენტრიდან მოგივათ მესიჯები, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა.

 

პირველ ეტაპზე ჯარიმა არის 3 ათასი ლარი და შემდგომ ეტაპზე 10 000 ლარი. როცა პროცესი დასრულდება, მოხდება დაჯარიმებაც.

 

თანხა წავა პირდაპირ ბიუჯეტში, რეკვიზიტების მეშვეობით, ყოველგვარი შუამავლის გარეშე.

 

ვინც იქნება სანქციადადებული პირი, ვალდებული იქნება, თანხა გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში“, - აღნიშნა ბრეგვაძემ.

„ალია“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !