
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, უკრაინაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ტაძრიდან გაასვენებენ.
ალექსანდრე გრიგოლაშვილის წესის აგება და სამოქალაქო პანაშვიდი, ხვალ, 25 დეკემბერს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში გაიმართება. გარდაცვლილ ჯარისკაცს ტაძრიდან, დღის 15:00 საათზე, საეკლესიო პატივით გამოასვენებენ.