
"ზვიგენი მართლა გყავთ?", - "პირველი არხის" გადაცემის "მშვიდობით იარაღო!" ავტორთან და წამყვანის ოლგა ბაბლუანის ამ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა დადებითად უპასუხა.
"ზვიგენი ერთი არ არის, რამდენიმეა, სხვადასხვა ჯიშისაა, ძირითადად, პატარა ზვიგენები მყავს, მეტრნახევარი არიან სიგრძით, ძალიან ლამაზი აკვარიუმი მაქვს, მილიონ ლიტრ წყალზე ნაკლებით არ შეიძლება ცხოველი რომ ამყოფო, ახლა ურეკში ვაშენებ სასტუმროს, იქ დიდი აკვარიუმი მექნება და დიდი ზვიგენები მეყოლება, მარტო ზვიგენი არა, კიდევ ექნება სხვა შარმი, ძალიან ლამაზი აკვარიუმი იქნება...
მე საზღვარგარეთ არ დავდივარ, მაგრამ ჩემი მეუღლე იყო არდადეგებზე და ბავშვები ჰყავდა წაყვანილი გარეთ, ესპანეთში იყვნენ, ბარსელონაში, იქ ნახეს დიდი აკვარიუმი და ჩემი მეუღლე არ ამბობდა, მაგრამ ცოტნემ თქვა - ჩვენი აკვარიუმი უფრო ლამაზიაო...
ბევრი ცხოველი მყავდა, მაგრამ ისინი როგორც ბუნებაში, ისე მყავდა გაშვებული, მაგალითად, ლემურები ეზოში ჩემთან ჩვეულებრივად დადიოდნენ, მერე მეზობლებს ერჩოდნენ და იმიტომ გადავამისამართე, თორემ ეზოში დადიოდნენ, ვერაფერს ვერ შეჭამდი ხილს, ესენი ასწრებდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.