
ბლუზის მსოფლიოში ცნობილი შემსრულებელი, მომღერალი ჯო კოკერი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ფილტვების კიბოა, რასაც მომღერალი ბოლო რამდენიმე წელია, ებრძოდა.
ჯო კოკერი კოლორადოში გარდაიცვალა, სადაც ბოლო დროს ცხოვრობდა. მისი სრული სახელია ჯონ რობერტ კოკერი. იგი დაიბადა 1944 წლის 20 მაისს, შეფილდში, ინგლისიში.
კოკერი ცნობილია ბევრი ქავერ-ვერსიით, რომელთა შორის გამოირჩევა ბითლზის სიმღერების ინტერპრეტაციები. იგი ასევე გრემის ჯილდოს მფლობელია – 1983 წლის სიმღერისათვის „Up Where We Belong“.
"როლინგ სტოუნის" ყველა დროის საუკეთესო მომღერლების რეიტინგში მას 97-ე პოზიცია უჭირავს.