საყდრისის დაცვის კომიტეტის საგანგებო განცხადება

Image

საყდრისის დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ მათი მიზანი კომბინატის გაჩერება არასდროს არ ყოფილა და მთავარ მოთხოვნად იყო და რჩება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საყდრისის დაცვის კომიტეტი არ შევა კონფროტაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

“დღეს ჩვენთვის სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ კომპანია“ არემჯი გოლდი“ გეგმავს წარმოების შეჩერებას, ამის მიზეზი სავარაუდოდ, საყდრისის გარშემო მიმდინარე მოვლენებია. დღის ბოლოს გავრცელდა განცხადება, რომ “არემჯი გოლდში“ დასაქმებული ადამიანები ფართომასშტაბიანი და პერმანენტული აქციებისთვის ემზადებიან.

 

საყდრისის დაცვის კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მისი მიზანი არასდროს ყოფილა კომბინატის გაჩერება და ისედაც მძიმე სოციალური ფონის გაუარესება კაზრეთში. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო და რჩება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება. საყდრისის დაცვის კომიტეტი არ შევა კონფროტაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

ჩვენი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის უცვლელი: დაუშვან მეცნიერები ყაჩაღიანის ტერიტორიაზე და მიეცეთ არქეოლოგიური ობიექტიდან ინფორმაციის ამოღების საშუალება. საყდრისის დაცვის კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს აწარმოოს დიალოგი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირველი რიგში პრემიერ მინისტრთან და მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია ძეგლის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !