
რამდენიმე კვირის წინ გია ჯაჯანიძის გადაცემა „სხვა რაკურსში“ 22 წლის გიორგი ქარქიშვილმა აღიარა, რომ კომერციული სექს-მუშაკია - კაცი გამოძახებით.
მისივე თქმით, საქმიანობით კმაყოფილია, რადგან სოლიდურ ანაზღაურებას იღებს და ამ თანხით ყველა მოთხოვნილებას იკმაყოფილებს.
„ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, უბრალოდ ისე გავიზარდე, რომ არასოდეს არაფერი დამიმალავს. ყოველთვის თამამი ვიყავი, თუნდაც ჩემი ჩაცმულობით.
ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ შემდეგ ტრამვა მივიღე, სპორტსაც ჩამოვშორდი და ვერც სწავლა გავაგრძელე უმაღლესში. ერთ-ერთ სააგენტოში მოდელად ვმუშაობდი. ჩვენებებზე როდესაც გამოვდიოდი, ერთ-ერთ ქალბატონს ჩემი გაცნობა მოუნდა.
მაშინ 19 წლის ვიყავი ის -51-ის. ხშირად ვხვდებოდით მეგობრულად, შემდეგ ეს ურთიერთობა ფიზიკურ სიახლოვეშიც გადაიზარდა. საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონია, საჩუქრებით მანებივრებდა, კიდევ იყო რაღაცეები....
ერთ-ერთ მის მეგობარს მოვეწონე, რის გამოც უსიამოვნება მოუვიდა და დაშორდა. მალევე სხვა ქალებიც გამოჩდნენ...
ძირითადად ქალებს მოსწონთ „ფისოს“ რომ ვეძახი, ამ შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
მეორედ იშვიათად მივდივარ ერთსა და იმავე ადამიანთან. მხოლოდ, მაშინ თუ მომეწონა, მე ჩემი პრინციპები მაქვს“, - განაცხადა ქარქიშვილმა.
„რეიტინგი“