-
2014-12-22 13:14
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეა საბურთალოზე ახალგაზრდა გოგონებს უცნობი მამაკაცი გაუპატიურების მიზნით ესხმის თავს.
მოქალაქეები, რომლებსაც ყაზბეგის გამზირზე მანიაკთან შეხება ჰქონდათ, მას ასე აღწერენ: სიმაღლე 180-185 სანტიმეტრი, შავგვრემანი, გამხდარი, გრძელი კიდურებით, არაბუნებრივი გამოხედვით და დიდი მრგვალი თვალებით.
მათივე თქმით, მამაკაცს ახასიათებს ხელების კანკალი, ხმამაღალი საუბარი და უჩვეულო მოძრაობები.
,,სამი დღის წინ, დილის დახლოებით 11:00 საათზე, სამსახურში მიმავალ ნ.-ს, ყაზბეგის გამზირის მიმდბარე ტერიტორიაზე სამათხოვროდ ხელგაწვდილი ახალგაზრდა მამაკაცი (ოცი-ოცდაათი წლის) გადაუდგა.
გოგონამ ხურდის არქონის გამო ბიჭს ჟესტიკულაციით ანიშნა, რომ ვერ დაეხმარებოდა და გზა განაგრძო.
რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ, გოგონამ ზურგიდან მოულოდნელი თავდასხმა იგრძნო. მათხოვარი მას თმაში წვდა და ბუჩქისკენ გათრევას ცდილობდა... ნ.-მ ხმამაღლა დაიწყო ყვირილი და გამვლელებს დახმარებას სთხოვდა.
სამწუხაროდ, როგორც დაზარალებული ამბობს, ქუჩაში არც ერთ გამვლელს არ უცდია, მისთვის დახმარება აღმოეჩინა. რამდენიმეწუთიანი ორთაბრძოლის შემდეგ, გოგომ ბიჭი როგორღაც მოიგერია და გაქცევა მოახერხა“, - წერს „კვირის ქრონიკა“.
გამოცემის ინფორმაციით, იგივე მანიაკი სხვა გოგონასაც გამოჰკიდებია.
,,როცა ნ. სამსახურში მივიდა, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მის თანამშრომელს მსგავსი ინციდენტი ცოტა ხნით ადრე შეემთხვა.
მანიაკის გარეგნული აღწერილობის შედარების შემდეგ, გოგონები მიხვდნენ, რომ მათ ერთი და იგივე პირი დაესხა თავს.
მეორე შემთხვევაში, ახალგაზრდა კაცი შარვალჩახდილი გამოუდგა კ.-ს, რომელსაც ,,ფიზიკური სიახლოვე“ მოსთხოვა.
ბიჭი როგორც ჩანს უარმა გააბრაზა, გოგონას გაუპატიურებით დაემუქრა და შარვალჩახდილი გამოეკიდა“, - აღნიშნავს გამოცემა.