-
2014-12-21 20:58
თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბისა და პარტიის ყოფილი წევრი, ტვ "იმედის" ყოფილი ჟურნალისტი და ერთერთი ანტიდასავლური სიუჟეტის ავტორი ლევან ღირსიაშვილი "იმედის კვირაში" აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადების ტექსტი არ იყო შეთანხმებული არც მინისტრთან და არც მასთან.
ლევან ღირსიაშვილმა ბოდიში მოიხადა გარდაცვილის ოჯახისა და საზოგადოების წინაშე და განაცხადა, რომ რაც მოხდა განცხადებასთან დაკავშირებით, იყო მენეჯმენტის შეცდომა. მან, ასევე, უპასუხა გადაცემის წამყვანის ინგა გრიგოლიას შეკითხვას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა გაიმეოროს ამ ბოდიშის სემდეგ განცხადების პათოსი, რომ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწოდებების გამო მიდიან.
ინგა გრიგოლიამ ასევე, შეახსენა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, რომ განცხადება "ფეისბუქზე" თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან წაიშალა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა "შეცდომა უწოდა" განცხადების ტექსტს და დაინტერესდა, აპირებდნენ თუ არა სამინსიტროს პირველი პირები ქუთაისში, დაღუპულის ოჯახში სამძიმარზე მისვლას.