მიხეილ ხუბუტია „თავადურში“ პუტინის სადღეგრძელოს წარმოთქმის გამო სცემეს

Image

თვითმხილველთა ინფორმაციით, რესტორან „თავდურის“ დაცვისა და თანამშრომელთა გაღიზიანება ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მხრიდან ხმამაღლა და ხაზგასმით ვლადიმირ პუტინის სადღეგრძელოს წარმოთქმამ გამოიწვია.

 

თავდაპირველად ხუბუტიასთან მიმტანი მივიდა და ხმადაბლა საუბარი სთხოვა, მისი თხოვნის უგულებელყოფის შემდეგ ბიზნესმენს იგივე გაუმეორა დაცვის წარმომადგენელმა, თუმცა უხეში პასუხი მიიღო, რამაც საუბარში დაცვის სხვა წევრების ჩარევა გამოიწვია.

 

 

ამის შემდეგ დაცვამ რესტორნის დარბაზიდან მიხეილ ხუბუტიას გაყვანა დააპირა, რაც ხმაურისა და სხვა სტუმრებისთვის დისკომფორტის შექმნის შემთხვევაში მას ოფიციალურად ევალება კიდეც, თუმცა, ამას ხუბუტიას მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა და მან დაცვის წევრებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ის სცემეს.

 

"საქართველოში, კანონით, ადამიანზე ხელის აწევა არ შეიძლება! რესტორანში დაცვის გარეშე ვიყავი! აღმასრულებელმა დირექტორმა დაცვასთან ერთად დაიწყო ჩემი და ვ.ვ. პუტინის დედის გინება, ასევე აგინებდნენ რუსეთსაც! ოთხმა კაცმა მცემა, შემდეგ წამაქციეს და წაქცეულს დამიწყეს ცემა! მადლობა ღმერთს, პოლიციამ იპოვა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ მცემენ წაქცეულს! სირცხვილი!!! არავითარი კაცობა!!!

 

ამ ფაქტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ასეთივე არაადამიანების კომენტარები! დაცვის სამსახური "ალგენიც" (თუ არ ვცდები) სარკაზმით იქცეოდა! აი, რა მოიტანა საქართველოსთვის გლობალიზაციამ! მადლობა ყველას, ვინც დილამდე ჩემთან იყო და განიცდის ასეთ უკანონობას! დარწმუნებული ვარ, დამნაშავეებს კანონის მიხედვით დასჯიან!",- წერს მიხეილ ხუბუტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

 

"ფეისბუქშივე" გამოეხმაურა მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავაროგორც გაბედავა წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ალგანის” დაცვის თანამშრომლები ადამიანებზე ძალადობენ.

 

გაბედავას მტკიცებით, დაცვის სამსახურ “ალგანში” გლდანის ციხიდან გაგდებული თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც მისი თქმით, ახლა ციხეში უნდა ისხდნენ. უფლებადამცველი კონკრეტულ გვარსაც ასახელებს და აცხადებს, რომ “ცნობილი ჯალათი“ დავით ხუროძე, მეტსახელად ხონსკი, “ალგანის” მანქანით გადაადგილდება. გაბედავა "ხონსკის" ფოტოსაც აქვეყნებს:

 

xonski.jpg

 

 

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ალგანი”-ს დაცვის თანშრომლები ძალადობენ ადამიანებზე და ეს ფაქტები მათ უამრავჯერ შერჩათ. მინდა გითხრათ, რომ დაცვის სამსახურ “ალგანში” მუშაობენ გლდანის ციხიდან გაგდებული თანამშრომლები, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ ეხლა!!! მაგალითისთვის, ცნობილი ჯალათი, დავით ხუროძე, მეტსახელად ხონსკი, ის მოძრაობს “ალგანი”-ს მანქანით, მანქანია ნომრით ALG-700, ასევე სხვა ჯალათები, ვინც ვიცით და ვინც არ ვიცით.

 

ამ თემაზე მივმართე ადრე სამართალდამცველებს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ამ საქმეს იმედია გამოიძიებენ, თუ არადა ერთხელაც იქნება რომელიმე ოცნების ლიდერს გაუდრიგინებენ თავს ეს “ალგანი”-ს ზონდერები, აი მერე კი მიხვდებით ხელისუფლებავ, პატიმრების მწამებლების თავისუფლების სიმწარეს“, – წერს გიორგი გაბედავა ფეისბუქის გვერდზე.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ცემის ფაქტზე უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !