
კოლეგების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიებში დასაქმებული ოპერატორი დათო ჩემინავა გარდაიცვალა.
დავით ჩემინავა ბოლო დროს სამსახურის გარეშე იყო დარჩენილი. ის მძიმედ ავადმყოფობდა. დავით ჩემინავა სხვადასხვა წლებში მუშაობდა "პრველ არხზე", "კავკასიაზე", "იმედში", ასევე იყო "ნტვ"-ს ოპერატორი საქართველოს ბიუროში. დათო ჩემინავას მუშაობის თხუთმეტ წელზე მეტი სტაჟი ჰქონდა.
"აფხაზეთის ხმა" მწუხარებას გამოთქვამს დათო ჩემინავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
შეგახსენებთ, წელს ეს მედიის წარმომადგენელთა მოულოდნელი ან ავადმყოფობის გამო გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. ნოემბერში ჟურნალისტი და ბლოგერი ნანა ზარდიაშვილი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, ასევე, განუკურნებელი სენით დაავადებული "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი თეა ასათიანი უდროოდ გარდაიცვალა, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ "მეცხრე არხის" ყოფილი ჟურნალისტი ხათუნა ქარდავა მოულოდნელად დაიღუპა.