
საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაამტკიცა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქში" სოციალური პოლიტიკის მინისტრმა პავლე როზენკომ გაავრცელა. მან მოიყვანა ასევე ეკა ზღულაძის სიტყვები თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ: "ეს ჩემი გააზრებული არჩევანია და არა ავანტურიზმი", - თქვა აწ უკვე უკრაინის მოქალაქემ ეკა ზღულაძემ.