
საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩატარდა. 20 საათიანი პროცედურის შესახებ, რომელიც ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მიმდინარეობდა, "აქცენტი" იტყობინება.
27 წლის ბათუმელმა მამაკაცმა საკუთარი ღვიძლის ნაწილი ციროზით დაავადებულ 32 წლის დას მისცა. დონორისა და რეციპიენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ტრანსპლანტაციის ოპერაცია ქართველმა მედიკოსებმა ინდოეთის წამყვან ქირურგთან ერთად ჩაატარეს.