-
2014-12-16 22:14
ტვ „იმედმა“ გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია დაპირისპირება საყდრისის მცველების მიერ გამართული აქციის მონაწილეებსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლებს შორის.
სააგენტოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ პლაკატები: „ჭიკაიძე! თალიბანი არის ანთიძე!“ (ნიკა ანთიძე სააგენტოს ხელმძღვანელია, - რედ.); „საყდრისის აფეთქება დანაშაულია“ და სხვ.
სააგენტოს თანამშრომლებს სირცხვილის კორიდორში გავლა უწევდათ, რა დროსაც ერთერთმა თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს შუათითი უჩვენა, რასაც მათი მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც საქმეში პატრული ჩაერია.