-
2014-12-16 13:15
ასტროლოგის თქმით, ნომრების ნებისმიერი კომბინაცია, სასურველია იყოს ყოველთვის აღმავალი, ზრდის მიხედვით დალაგებული ციფრებით აწყობილი და არა - პირიქით.
„მაგალითად, 678 ან 389. ეს ზოგადად, ისე კი, რაც შეეხება ინდივადუალურ რიცხვებს, ეს უკვე ადამიანის პირად ჰორისკოპსა და დაბადების რიცხვებზეა (დაბადების წელი, თვე და რიცხვი) დამოკიდებული.
აქედან უნდა ავიღოთ რიცხვები და განვსაზღვროთ, რომელი იქნება მისთვის წარმატებული და ბედნიერი.
იმისთვის, რათა იცოდეთ, რა ძალა გააჩნია თითოეულ ციფრს ასტროლოგიური კუთხით:
0 - ნდობის სიმბოლოდ აღიქმება. ამ ციფრის მეშვეობით და კოსმიური ძალების დახმარებით შეგიძლიათ, თქვენი შანსები გააძლიეროთ. თუ ტელეფონის ან მანქანის ნომერზე ბევრი ნულია, ესე იგი, თქვენს თავზე დიდი პასუხისმგებლობა აგიღიათ.
1 - ინტელექტის, შემოქმედების, ძლიერი ხასიათის, თავდაჯერებულობისა და პატივმოყვარეობის ნიშანია. თუ ეს რიცხვი ჭარბობს თქვენს ნომერში, ესე იგი, თქვენ ენერგიული, შემოქმედი, თავდაჯერებული, პატივმოყვარე და ინტელექტუალი ადამიანი ბრძანდებით. ამ ციფრის წყალობით ადვილად მოიპოვებთ ვარსკვლავებისა და გარე სამყაროს კეთილგანწყობას.
2 - ეს რიცხვი ინტუიციური და რომანტიკული სიყვარულის ენერგიის მატარებელია. ის სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ გიბიძგებთ. ასევე, გეხმარებათ, დაძლიოთ შინაგანი წინააღმდეგობები და აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ძლიერი პიროვნება.
3 - ეს რიცხვი მამრობითი საწყისის სიმბოლოდ არის მიჩნეული და ასტროლოგიური კუთხით, ეწინააღმდეგება ნეგატიურ საწყისს. ეს რიცხვი აფხიზლებს დამცველ ძალებს და გამარჯვების მიღწევაში გეხმარებათ.
4 - ეს რიცხვი ხშირად გაგახსენებთ თქვენს პრობლემებს. ის, ჩვეულებრივი მოვლენის დამთავრებას ადასტურებს.
5 - ეს რიცხვი ადამიანს სიკეთისკენ უბიძგებს, ასწავლის ცხოვრებით ტკბობას. ასევე, გიბიძგებთ შემოქმედებისკენ.
6 - სიმშვიდის რიცხვია. გეხმარებათ, დაიფაროთ ირგვლივ მყოფი საზოგადოება. თუ ის ჭარბობს თქვენს ნომერში, მაშინ თავს კოსმოსის სრულუფლებიან ნაწილად იგრძნობთ, ადვილად გაართმევთ თავს წინაღობებს და ცხოვრებისეულ პრობლემებზე აზრსაც ადვილად გამოიტანთ.
7 - ეს ციფრი გვეხმარება ბუნების კანონების ადვილად შეცნობაში, სიყვარულში გარკვევასა და გარშემო მყოფთა ამოცნობაში.
8 - ეს ციფრი ასტროლოგიურად მატერიალურ კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, მაშინ, ეცადეთ, ისეთი ნომერი შეიძინოთ, რომელშიც ეს ციფრი ჭარბობს.
9 - ერთგულებისა და მტკიცე ბუნების ციფრია. ის კარგია მათთვის, ვისაც ამ თვისებების გამომჟღავნების ერიდება.
„გზა“