
„ნიჭიერის“ მონაწილეს კორნელი მაისაშვილს სოციალურ ქსელში ჯალათს უწოდებენ და წერენ, რომ იგი ციხეში მუშაობდა და პატიმრებს სამაგალითოთ სჯიდა.
„ამაზე ლაპარაკი არ მინდა რაა. მე სპეცსამსახურებშიც ვმუშაობდი, პოლიციაშიც ვმუშაობდი.
შევარდნაძის დროს სპეცსამსახურში ვმუშაობდი, მერე თავდაცვის სამინისტროში მინისტრის დაცვაში, ვმუშაობდი პოლიციაშიც.
დღესაც სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობ, რუსთავში, მაგრამ პატიმრები არ გვყავს, რემონტია ჩვენთან. ასეთი ჩასაფრებული, ინტრიგანი ადამიანი ბევრია, ეგენი მეც ვნახე.
შეიძლება მე თქვენ არ მომწონდეთ და თქვენზე ცუდი რამ ვთქვა ან დავწერო.
დაცვაში რომ მუშაობ, ვიღაცის დაცვა გიწევს, იქ უბრალოდ ვინმეს წინ რომ დაუდგე და არ გაატარო, იმასაც სისასტიკეს ეძახიან.
თავის მართლების პოზიციაში ყოფნა არ მიყვარს. თუ დამიჯერებთ, მართალი ვარ,“ -აღნიშნა კორნელი მაისაშვილმა.
„რეიტინგი“