
ჟურნალისტი ხათუნა ქარდავა გარდაიცვალა. მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, ჰემორაგიული ინსულტი გახდა. ხათუნა ქარდავა 40 წლის იყო.
ხათუნა ქარდავა ტელეკომპანია "მეცხრე არხში", მის დახურვამდე მუშაობდა. "აფხაზეთის ხმა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.