
გავრცელებული ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი სატელევიზიო სფეროს უბრუნდება. Frontnews-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი არხის ყოფილი სახე და პრემიერ მინისტრის აპარატის თანამშრომელი საჯარო უწყებას ტოვებს და კვლავ ტელევიზიაში ბრუნდება.
სააგენტოს ცნობით, ყანდიაშვილი ტელეკომპანია ,,მაესტროზე“ თოქ შოუს წაიყვანს, რომლის სახელწოდება ,,ლაპარაკობს თბილისი“ იქნება. გადაცემაში მონაწილეობას პოლიტიკოსების გარდა, საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები მიიღებენ.
ძირითადი მიმართულება პოლიტიკური და სოციალური თემები იქნება და გადაცემა კვირის მთავარ მოვლენას მიეძღვნება.
"აფხაზეთის ხმასთან" საუბარში კოკა ყანდიაშვილმა განაცხადა, რომ გადაცემის რამდენიმე სახელწოდება, შესაბამისად, პროექტი არსებობს და ჯერჯერობით ამ მხრივ რაიმე სიახლეზე საუბარი არ არის. მისი თქმით, საუბარი გადაცემაზე არის, მაგრამ ამის იქეთ საქმე არ წასულა და შესაძლებელია, ამ საკითხის გადაწყვეტას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდეს.