
კომპანია Google-მა გადაწყვიტა, რუსეთიდან გაიწვიოს ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
კომპანია ანალოგიურად მოიქცა ნორვეგიაში, ფინეთსა და შვედეთში. ამის მიუხედავად, Google აპირებს, 2015 წელს რუსეთში კაპიტალდაბანდებები გაზარდოს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლები. მათთვის რუსეთში ჩვენი პროფესიონალი გუნდი მუშაობს“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
კომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი არ დასახელებულა, მაგრამ Bloomberg ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის სერვერებზე პერსონალურ მონაცემთა შენახვის შესახებ კანონს უკავშირდება. კანონის მიხედვით, ინტერნეტ-კომპანიები ვალდებული არიან, მონაცემები რუსეთის მომხმარებლების შესახებ მხოლოდ იმ სერვერებზე უნდა განათავსონ, რომლებიც რუსეთში მდებარეობს.