
ოთხი ადამიანი შეეწირა ავტოავარიას ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ დრანდაში, სადაც ტრასაზე ერთმანეთს „ჟიგული“ და „მერსედესი“ შეეჯახნენ.
„მერსედესის“ მძღოლი არტურ არშბა და მისი სამი მგზავრი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შესძლეს. კიდევ ერთი მგზავრი კი, ჯენერ ჯინჯოლია მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.