
სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორის ხათუნა თელიას ინფორმაციით, მისი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეს გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლთან რამდენიმე თანატოლმა სცემა.
მისი თქმით, თავდამსხმელები მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სკოლოს დირექტორმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებს შორის დაპირისპირება წინა დღეს, ძაღლის გამო მომხდარა.
სავარაუდოდ, მე-12 სკოლის მოსწავლემ მე-10 სკოლის მოსწავლეებისგან ძაღლი წამოიყვანა, თუმცა ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიჭი მეზობლებმა იპოვეს და დამრიგებელს შეატყობინეს.
მომხდართან დაკავშირებით სამტრედიის პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.
ნაცემი ბავშვი ტვინის შერყევით ქუთაისის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.