მეცნიერებათა აკადემიის წინ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი დაუზოგავად სცემეს

Image

თბილისში, მეცნიერებათა აკადემიის წინ, რუსთაველის გამზირზე დღეს, ნაშუადღევს მომხდარი თავდასხმის შესახებ ვებგვერდი "17 მაისი" წერს. ინფორმაციის თანახმად, სამხატვრო აკადემიის სტუდენტს დაუდგენელი პირები გაუსწორდნენ. დაზარალებული ამბობს, რომ ეს ქუჩაში მასზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.

 

დღეს, დაახლოებით 14:30-ზე, რუსთაველის გამზირზე, უამრავი თვითმხილველის წინ, გამოუცნობი მიზეზების გამო, 6-7 ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა სამხატვრო აკადემიის სტუდენტს, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტრო რუსთაველის მიმართულებით მიდიოდა.

დაზარალებული: “მეცნიერებათა აკადემიის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელისკენ მივდიოდი. თავდამსხმელები შემხვედრი მიმართულებით მოძრაობდნენ, ანუ მეტრო რუსთაველის მხრიდან მოძრაობდნენ. ერთ-ერთმა მხარი გამკრა. დანარჩენებიც მომიახლოვდნენ. უკან ამედევნენ, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლა არ მაცალეს. ორმა ბიჭმა უკნიდან ხელი მტაცა, „კანატკასთან“ წამოდი, დავილაპარაკოთო.

 

მე ვუპასუხე, რატომ უნდა წამოგყვეთ-მეთქი. როგორც ჩანს, ჩემთვის ფიზიკურად გასწორებას აპირებდნენ. როცა წაყოლაზე უარი მიიღეს, ხელი მომკიდეს და დასახელებული ადგილისკენ ჩემი ძალით წათრევა იწყეს. ხელი წავართვი, უკან-უკან წავედი. გაჩერებასთან ქალი იდგა, ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა. ორჯერ-სამჯერ ვუთხარი, თუ შეგიძლიათ, პატრულში დარეკეთ-მეთქი, თუმცა მისგან სრული იგნორი მივიღე – თითქოს არც ვარსებობდი.

 

ამასობაში, თავდამსხმელები ძლიერად ჩამეჭიდნენ და მიმათრევდნენ. სხვა გზა აღარ მქონდა, ძალები მოვიკრიბე და მათი ჯაჯგურის მიუხედავად, ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა გადავწყვიტე. როგორც ჩანს, თავდამსხმელთა რიცხვი ამასობაში გაიზარდა, რადგან ქუჩის გადაკვეთისას, საკმაოდ ბევრი ადამიანი დამესხა თავს. დაუზოგავად მირტყამდნენ. პატრულში ვერ დავრეკავდი, ხელებზე მეჯაჯგურებოდნენ. უკვე პანტომიმის თეატრის წინ, ამდენი ცემისგან ძირს დავეცი, ფორთხვით გავაგრძელე გზა. დაცემულსაც მირტყამდნენ, გაუჩერებლად.

 

ამ დროს სათვალე დამივარდა, და თითქმის სრულიად ბრმა, მას ხელის ცეცებით ვეძებდი. გაჩერებაზე ზღვა ხალხი იდგა. გასაოცარი იყო მათი რეაქცია: მიყურებდნენ მხოლოდ. ერთადერთი პიროვნება აღმოჩნდა, ვინც ძირს დავარდნილს დახმარება გამიწია, თავდამსხმელები მომაცილა და წამომაყენა. სათვალე არ მეკეთა და მისი ვინაობა კარგად ვერ დავაფიქსირე. ამასობაში, ვიღაც გოგონამ სათვალე მომაწოდა. როგორც კი საშუალება მომეცა, 112-ში დავრეკე. ამასობაში, თავდამსხმელები მიიმალნენ. ყველაფერი რომ დამთავრდა, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთ-ერთი სურათებით მოვაჭრე გადმოვიდა და აღშფოთებულმა მკითხა, ვინ იყვნენ, რა უნდოდათო.

 

ძალადობის ამ ფაქტზე მეტად იმან გამაოგნა, რომ ინციდენტის შემსწრე ათობით ადამიანმა ეს ამბავი გასაოცარი უდრტვინველობით და უპროტესტოდ მიიღო. ასევე, ჩემთვის გამოცანად იქცა იმ ქალის საქციელი, ვისაც პატრულში დარეკვა ვთხოვე.

 

ეს ქუჩური თავდასხმა ჩემთვის არც პირველი არ ყოფილა და არც – მეორე. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა შემთხვევა (დღეს უკვე მეოთხეა), დღისით-მზისით, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ტერიტორიებზე ხდება.

 

პოლიცია რომ გამოვიძახე, ოქმი შეადგინეს და დამპირდნენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერებიდან მასალებს ამოიღებენ და თავდამსხმელებს იპოვნიან. სხვა თუ არაფერი, იქ თიბისი ბანკია და მას ექნება ყველაფერი გადაღებული.

 

იმედია, ჩემ მიმართ გამოვლენილ ძალადობაში დამნაშავეებს გამოავლენენ და დასჯიან, თორემ უკვე იმის შეგრძნება გამიმყარდა, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ყველაზე განუკითხავი და ყველაზე დაუსჯელი ძალადობა ბოგინობს”.

 

შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია

 

წყარო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !