
10 დეკემბერს, 20.00 სთ-ზე, რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო ფონდი „დაცული საზოგადოება“ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
საქველმოქმედო ფონდი „დაცული საზოგადოება“ მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ჩამოყალიბდა სოპრანო თამარ ივერის თაოსნობით. მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, ვენის სახელმწიფო ოპერის ( Wiener Staatsoper) Eberhard Wächteris საპატიო ჯილდოს მფლობელი, სოპრანო თამარ ივერი და მისი მეგობრები, მსოფლიო სცენის ვარსკვლავები გიორგი გაგნიძე ,ირაკლი კახიძე, ცნობილი გერმანელი მევიოლინე სოფია მოზერი და თბილისის საოპერო თეატრის ოკესტრი- დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
ქალებზე , ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რიცხვის საგრძნობი მატების სტატისტიკიდან გამომდინარე, საქველმოქმედო ფონდმა „დაცული საზოგადოება“ გადაწყვიტა პირველი კონცერტი ოჯახური ძალადობისაგან დაცვის თემას მიეძღვნას . კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ქალთა თავშესაფარში, რომელშიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან მოთავსებული. (ხშირ შემთხვევაში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად).
ფონდის მიზანია ყველა ტიპის ძალადობის მსხვერპლთა დაცვა.
ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფი: კომპანია RaRtner (პარტნიორი)
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, არტ პალასი, რედისონი, ლუფთჰანზა, თბილისის საკრებულო, ქართულ-ამერიკული კლინიკა MEDICAL HOUSE , თბილისის საკრებულო.
საინფორმაციო მხარდაჭერა ; ტელეკომპანია რუსთავი2, რადიო არ დაიდარდო, ფორტუნა.