როგორ შევხვდეთ, სუფრა როგორ გავაწყოთ და რა ჩავიცვათ ახალ 2015 წელს

Image

რამდენიმე დღე და ახალი წელი კარზე მოაკაკუნებს. ნებისმიერი ჩვენთაგანი ახალი წლისგან რაღაც ჯადოსნურს, ზღაპრულს და სახალისოს ელოდება.

 

ჩინური კალენდრის მიხედვით, მომავალი წლის სიმბოლო მწვანე(ლურჯი) ხის თხაა(ცხვარია), რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს საინტერესო ცვლილებებს ჰპირდება.

 

როგორ შევხვდეთ ახალ წელს ისე, რომ მთელი წლის მანძილზე წარმატება, პოზიტიური ცვლილებები დაგვებედოს და მომდევნო 365 დღის მანძილზე ფორტუნა მუდამ გვიღიმოდეს?

 

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ 2015 წელი ოჯახურ გარემოში აღვნიშნოთ, რადგან თხას ზედმეტი ქაოსი, ხმაური არ უყვარს და ოჯახური სითბოსა და სიმყუდროვეს ამჯობინებს. თუმცა ახალ წელს საზეიმო განწყობა და ხალისი არ უნდა აკლდეს.

 

ახალი, 2015 წლის სტიქია ხეა - რომელიც აღმოსავლური კალენდრის მიხედვით  ყოველივე ახალთან ასოცირდება, წლის ფერები - მწვანე და ლურჯი კი ცის და ზღვის ფერებია, რომელიც სტაბილურობას და მუდმივობას ნიშნავს.

 

2015 წელი წინა წლისგან განსხვავებით უფრო მშვიდი იქნება, თუმცა წარმატების მისაღწევად ისევ მუხლჩაუხრელი შრომა იქნება საჭირო. თხის წელი ადამიანებს საშუალებას მისცემს  იმ  გეგმებს შეასხან ფრთები, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობდნენ და რაღაც მიზეზის გამო მისი განხორციელებისგან თავს იკავებდნენ.

 

ამასთან, ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენელს ექნება საშუალება დადებითი ემოციები გამოავლინონ და მათ მიმართ კეთილგანწყობილ ადამიანებს სიკეთეზე სიკეთით უპასუხონ. თხის წელი ახლობლებისგან გულახდილობას მოითხოვს, რადგან არ არის გამორიცხული, სულ უბრალო გაუგებრობაც კი ხანგრძლივ წყენასა და ჩხუბში გადაიზარდოს.

 

რაც შეეხებათ 2015 წელს დაბადებულებს, წლის სიმბოლო ახალშობილებს უამრავ ძვირფას უნარს უბოძებს - პირველ რიგში მათ ექნებათ  ყველაზე რთული სიტუაციებიდან გამოსვლის ადვილად პოვნისა და არასტანდარტულად აზროვნების უნარი.

 

როგორც ასტროლოგები გვირჩევენ, იღბლისა და წარმატების დასაბედებლად ახალი წლის სუფრა ხისგან დამზადებული ან ლურჯი და მწვანე ნახატებით გაწყობილი ჭურჭლით უნდა გააწყოთ.

 

sufra.jpg

 

რაც შეეხება მენიუს, რადგან ახალი წლის მბრძანებელს ბოსტნეული უყვარს, სუფრაზე  მწვანილი და ბოსტნეულის სალათები უნდა სჭარბობდეს. საახალწლო სუფრას ასევე უნდა ამშვენებდეს ყველის რამდენიმე სახეობა (მათ შორის თხისაც) და ზღვის პროდუქტები. კარგია თუ ახალი წლის ღამეს სახლში ახლადგამომცხვარი პურის სურნელი იტრიალებს.

salaTa.jpg

თხას ტკბილეული უყვარს და ისინი, ვინც ამ წელში გამდიდრებას გეგმავენ, წლის მბრძანებელს „სერიოზული“ ტორტით უნდა გაუმსპინძლდნენ, ვისაც ქორწინება აქვს გადაწყვეტილი, ცუკატებით გაწყობილი  ბეჭდის ფორმის ტკბილი კექსი უნდა გამოაცხონ, მათ კი ვისაც სურს, რომ მომავალ წელს ოჯახში პატარა გაუჩნდეთ, ასტროლოგები თევზის კერძების  მომზადებას ურჩევენ.

 

სუფრაზე ასევე მიიტანეთ საუკეთესო სასმელი და ხილი. უალკოჰოლო სასმელებიდან ახლადგამოწურული წვენი უმჯობესია. დესერტად თხისთვის შვრიის ნამცხვარი საუკეთესოა.

 

როგორი სამოსი შევარჩიოთ 2015 წელს? - როგორც ასტროლოგები ამბობენ, თხას კოპწიად გამოწყობილი ადამიანები უყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ყურადღებას ვერ დაიმსახურებთ. საახალწლო სამოსის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ მკვეთრ ლურჯს, ყვითელს ან მწვანე ფერს. კარგი იქნება თუ სამოსს  თხის გამოსახულებიან აქსესუარს დაუმატებთ.

kaba-1.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !