-
2014-12-08 13:10
რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა მეუღლესთან ერთად ურეკიდან თბილისამდე მატარებლით იმგზავრა.
როგორც გაზეთი „ვერსია“ წერს, არ არის გამორიცხული, ბიძინა ივანიშვილმა რკინიგზის ამბები „დასმოტრა“.
„ახლა, ვინმემ შეიძლება, იკითხოს, მილიარდერს ისეთი რა გაუჭირდა, რომ ლამის 5 საათი არცთუ კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაატარაო. არაფერიც არ გაუჭირდა, ბატონებო. უბრალოდ, ხომ იცით, კაცია და გუნება.
ვისაც ყოფილ პრემიერთან მუშაობის გამოცდილება აქვს, კარგად იცინ, რომ ასეთი მოულოდნელობები ივანიშვილის სტილია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოგიკა ასეთია: ბიძინა ივანიშვილმა რკინიგზის ამბები „დასმოტრა“.
ტელევიზიით მხოლოდ ის კადრები ვნახეთ, თბილისში რომ ჩამოვიდა, მაგრამ ხომ არ ვიცით, მაგალითად, ურეკის სადგურში ვის შეხვდა, მოსახლეობამ რა უთხრა, ან მგზავრობისას ვინ რა ინფორმაცია მიაწოდა?", - წერს „ვერსია“
