მორიელების, თხის რქების და მერწყულების საყურადღებოდ - დეკემბერი დიდი ცვლილებებით მოდის

Image

მიმდინარე წლის მიწურულს, როცა სრულიად საქართველო და მსოფლიო აქტიურად იწყებს საახალწლო სამზადისსა და ფუსფუსს, ზოდიაქოს სამი კონკრეტული ნიშნისთვის ერთობ საინტერესო პერიოდი დგება, რომლის შესახებაც აუცილებელია, მაქსიმალურად იყოთ ინფორმირებული.

 

საქმე ეხებათ მორიელებს, მერწყულებსა და თხის რქებს. ამ ადამიანებისთვის დეკემბრიდან გარკვეული ცვლილელების პერიოდი მოდის. შესაბამისად, მოდით, ცოტა უფრო დეტალურად გაგაცნობთ საქმის არსს:


ბევრი მორიელის ცხოვრებაში დეკემბრის თვიდან ე.წ. "ამოსუნთქვის" პერიოდი დგება. პლანეტა სატურნი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ფლობდა ზოდიაქოს ამ ნიშნის "მართვის პულტსა" და სადავეებს, მორიელთა დიდ ნაწილს აიძულებდა არაერთ სირთულეს გამკლავებოდნენ.

 

ეს ეხებოდა ძირითადად სხვადასხვა სახის შეზღუდვებს (ფინანსურს, კარიერულს, პირადს). ჰოდა, ძვირფასო მორიელებო, სწორედ დეკემბრიდან იცვლის ზემოხსენებული სატურნი პოზიციას და ამჯერად თქვენ მეზობელ ნიშანს – მშვილდოსანს ჩაუდგება "ჯიბრში".

 

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისე კი სატურნის ციკლი ყოველთვის ცუდი როდია, მისი წყალობით ბევრი მორიელი შეძლებდა განვლილი ორი წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი, ცხოვრებისეული გაკვეთილის მიღებას – როგორც ამბობენ: "რაც არ გვკლავს, უფრო ძლიერსა და ამტანს გვხდის".

 

თხის რქებს დეკემბრის თვე გულის ძგერისა და პულსის მომატების პერსპექტივებს მოუტანს. პრინციპში, მგონი, დადგა დრო ძვირფასო თხის რქებო, მთელი წლის ნაშრომ-ნაჯაფზე თავს წლის ბოლოს მაინც მისცეთ ცოტაოდენი განტვირთვისა და რომანტიკის უფლება. ამის საშუალებას კი დეკემბრის შუა რიცხვებიდან თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, პლანეტა ვენერას ამ ნიშანში "გადაბარგება" მისცემს.

 

გარდა ამისა, ვენერას მსგავსი პოზიცია თხის რქას სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციების წარმატებით განხორციელების შანსებსაც ჰპირდება. შესაბამისად, თხის რქათა იმ კატეგორიას, რომელსაც უკვე ნაპოვნი ჰყავს საკუთარი, ჭეშმარიტი მეორე ნახევარი ეძლევა შესაძლებლობა ახალ წელს ახალი ბინით, ახალი რემონტით ან სულაც ახალი ავტომობილით ხელდამშვენებული შეხვდეს.

 

დაბოლოს, მერწყულის ზოდიაქოს წარმომადგენლებზეც უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა. იმიტომ რომ, დეკემბრის თვე ამ ადამიანებსაც მისცემს შანსს, გარკვეული აქტივობა და რიტმი შეიტანონ საკუთარ ცხოვრებაში. პლანეტა მარსი, რომელიც სულ მალე დაიკავებს ზემოხსენებულ მერწყულის ნიშანს, ურანით მართულ ინდივიდებს საშუალებას მისცემს სამომავლოდ ერთობ ორიგინალურ, თამამ და რაც მთავარია, მასშტაბურ, ინოვაციურ პროექტებს ჩაუყარონ საფუძველი.

 

მარსის ეს მდებარეობა, მერწყულების დიდი ნაწილისთვის შესაძლოა ახალი სამსახურებრივი საქმიანობის, გრანდიოზული გეგმების დასახვის ხანად იქცეს. მთავარია, თავად ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს არ დარიოთ ხელი, ჩვეულმა ნაკლმა – ყველა საქმე შუა გზაზე მიატოვონ და რაიმე ახალი ქიმერის დევნით გაერთონ.

 

ამიტომ თუკი მერწყული თანამმართელი პლანეტა სატურნისა და მომიჯნავე ნიშნის – თხის რქისთვის დამახასიათებელ მიზანსწრაფულობასა და პრინციპულობას გამოავლენს, დეკემბერმა შესაძლოა იგი არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით დააჯილდოოს.

astrologi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !